სასწრაფოდ! ინციდენტი სკოლაში -2 მეცხრე კლასელს შორის, მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სკოლის დირექტორის ეკა ხუციშვილის განცხადებით, ორი მეცხრეკლასელი ერთმანეთს შეეჯახა და ერთ-ერთი მოსწავლე დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად მანდატურებმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიძახეს მანდატურებმა სამართალდამცველები.
მანდატურებმა პირველ არხს განუცხადეს, რომ გაკვეთილებს შორის შესვენების დროს, მეცხრეკლასელ ბიჭებს შორის მოხდა მცირე კამათი.
„სკოლის საპირფარეშოში მეცხრეკლასელები წყლით თამაშობდნენ, რა დროსაც მათ შორის მოხდა კამათი, ერთ ბავშვს ატკივდა გვერდი და ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო“, – განაცხადა მანდტურმა.
სკოლაში სამართალდამცველები იმყოფებიან და ამ წუთებში სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა მიმდინარეობს.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 054 / 27 თებერვალი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები