პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია მას ნერვის ანთება აქვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება, –  ამის შეახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ესაუბრა.ექიმის  თქმით, პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთება აქვს, რომელიც გასულ კვირას გამოუვლინდა. ექიმის განმარტებით, მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება.
„გაციებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, სახის სამწვერა ნერვის ანთება განვითარდა, რამაც სახეზე გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. მკურნალობა სახლის პირობებში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. მანამდე პატრიარქს კვირის დასაწყისში თოდუასა და ჩაფიძის კლინიკებში სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა, რათა სხვა რაიმე მიზეზი გამორიცხულიყო. ანალიზების შედეგები ძალიან კარგია“, – განაცხადა პატრიარქის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 175 / 22 თებერვალი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები