უნივერსიტეტების ჩამონათვალი, რომლებთაც გაუუქმეს აკრედიტაცია

საქართველოს უნივერსიტეტებში 2018 წლიდან 1140-ზე მეტი სასწავლო პროგრამის აკრედიტაცია დაიწყო. სწორედ შემოწმების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა უმაღლესი სასწავლებელი კონკრეტული პროგრამის სწავლების უფლებას. უნივერსიტეტების პროგრამების ნაწილი აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე უკვე განიხილეს და გადაწყვეტილებაც გამოტანილია.
,,პრაიმტაიმი“  2018 წლიდან დღემდე აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაინტერესდა.  გთავაზობთ იმ უნივერსიტეტებისა და პროგრამების სიას, რომელსაც აკრედიტაცია უკვე გაუუქმეს.
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საიტზე 2018 წელს აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული 21 გადაწყვეტილებაა გამოქვეყნებული, რომელთაგან 5 აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ეხება, სამი უნივერსიტეტის კონკრეტული პროგრამისთვის პირობით აკრედიტაციას ერთი წლის ვადით და ერთი გადაწყვეტილება კი სკოლა თამარიონისთვის ავტორიზაციის გაუქმებას.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით  GIPA-ს უარი ეთქვა საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე.
საბჭომ ასევე განიხილა GIPA-ს ორი საბაკალავრო პროგრამის სოციოლოგიისა და სამართლის მიმართულების აკრედიტაციის საკითხი. გადაწყვეტილება საიტის ვებ-გვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ტექნიკური უნივერსიტეტი
საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კავკასიამცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის ეთქვა.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტს, სეუს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარის ეთქვა. ასევე აკრედიტაცია გაუუქმდა ამავე უნივერსიტეტის ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას .
პირობითი აკრედიტაცია ერთი წლის ვადით მიენიჭა შემდეგ უნივერსიტეტებს:
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
ასევე აკრედიტაციაზე უარო ეთქვა საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ლიდერს". 
 скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 551 / 21 თებერვალი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები