ია მეტრეველი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

როცა გადაცემის ანონსში მოვისმინე, რომ საუბარი ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ იქნებოდა, არ შემეძლო, არ მოვსულიყავი და მეთქვა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ, რაც მას ეხება, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.„როცა დონაძე თავის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ფირს ამონტაჟებდა, იქ იყო მისი გადაცემა „პატრულის“ მთავარი პროდიუსერი, ქეთი ხოსიტაშვილი, რომელიც ფაქტს შეესწრო, თუ როგორ დაურეკა ოქრუაშვილმა დონაძეს. ქეთი ხოსიტაშვილს ესმოდა, როგორ მიმართავდა დონაძე ოქრუაშვილს – გისმენთ, ბატონო ირაკლი. საუბრის შემდეგ დონაძეს ძალიან აღელვებული სახით, შეშფოთებულსუთქვამს, ვაიმე, რაღა ვქნა, ფირს მთხოვსო. ამის შემდეგ ის გავიდა, ამოიღო როგორც ჩანს, ნამდვილი ფირი, რომელიც პირველად გადაიღეს და ოფისიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა. ანუ სავარაუდოდ ოქრუაშვილთან წავიდა“, – განაცხადა მეტრეველმა.
მისი თქმით, ჩანაწერი აქვს სოსო რობაქიძეს, რადგან ქეთი ხოსიტაშვილმა ეს ყველაფერი სწორედ მას მოუყვა, ფურცელს ხელი მოაწერა და დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად მისი მონათხრობია.
როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, ქეთი ხოსიტაშვილი მოწმედ უკვე დაიკითხა, მაგრამ მან ამ ფაქტის შესახებ სასამართლოში ვეღარ მოყვა, რადგან როგორც აღმოჩნდა, ფაქტი საქმეში შეტანილი არ იყო.

„არ ვიცი, ეს რა მიზეზით მოხდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გამოძიების დაწყებისას ეს ფაქტი საქმეში არ შეუტანიათ. თუმცა, მაშინ გამოძიებაზე სხვა ჯგუფი მუშაობდა, ახლა კი სულ სხვა ჯგუფი მუშაობს. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, იქ ძველი კადრები დღესაც რჩებიან და არ გამოვრიცხავ, ჩარევა მომხდარიყო და ეს ფაქტი საქმიდან შეგნებულად ამოეღოთ“, – განაცხადა მეტრეველმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ბუტა რობაქიძის დედა, რომ ნამდვილი ფირი ირაკლი ოქრუაშვილს აქვს, ია მეტრეველმა აღნიშნა, რომ ფირი დონაძესთან არის თუ ოქრუაშვილთან, გასარკვევია, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილს ნამდვილი ფირი ნანახი აქვს.
„ირაკლი ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო და გამოვრიცხავ, მას ეს არ სცოდნოდა. მათი ხელისუფლების მიზანი იყო, პატრულის რეპუტაცია არ შელახულიყო. ეს სააკაშვილიდან მომდინარეობდა, ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ. ეს მათი ნება იყო და ღრმად ვარ დარწმუნებული, ბრძანება მათგან იყო გაცემული“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
როგორც ბუტა რობაქიძის დედამ აღნიშნა, ოქრუაშვილი ბრალდებას იცილებდა, როცა ამბობდა, რომ მომხდარიდან ორ კვირაში შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ იყო, მაგრამ, ია მეტრეველი თქმით, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შემთხვევის დროს ის მინისტრის პოსტს იკავებდა და შესაბამისად, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო.
„მით უმეტეს, ოქრუაშვილი და დონაძე ერთსა და იმავე შენობაში ისხდნენ. დონაძის ოფისი პირველ სართულზე იყო, ოქრუაშვილი კი მეხუთე სართულზე იჯდა. ასე რომ, ყოვლად გამორიცხულია, ოქრუაშვილს ამ ფაქტის შესახებ არ სცოდნოდა“, – განაცხადა ია მეტრეველმა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 462 / 20 თებერვალი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები