ამას არავინ ელოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც აქამდე უცნობი იყო - "არავის ვუსურვებ იმას, რაც მას დედამისმა გამოატარა"

"სააკაშვილი ჩემს უბანში იზრდებოდა და არცერთ ბავშვს არ ვუსურვებ იმ გზის გავლას რაც მას დედამისმა გამოატარა" - ამ სათაურით პორტალი ფოსტალიონი მასალას ავრცელებს."ბევრს გაგიკვირდათ რატომ სიხარულით არ გავაზიარე ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტირანი პრეზიდენტის სამარცხვინო კადრები და ვეცდები, რომ მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი…
პირველ რიგში გეტყვით, რომ სააკაშვილი ჩემს უბანში იზრდებოდა და არცერთ ბავშვს არ ვუსურვებ იმ გზის გავლას რაც მას დედამისმა გამოატარა, სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი ადამიანების მიმართ გაბოროტებული და სადისტური მიდგომა.
ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი წამებით სიამოვნებას არ იღებს, შესაბამისად ეს არსება არაა ჯანმრთელი თუმცა მის სულიერ ავადმყოფობას ბევრი უდანაშაულო ვაჟკაცი შეეწირა, ჩამოთვლას არ დავიწყებ ისედაც ვიცით ყველამ….
მეტი როგორ უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც თვითონაც აცნობიერებს რომ არც სამშობლო აქვს და არც მშიდი მომავალი?
თქვენ წარმოგიდგენიათ რა საშინელებაა როდესაც საკუთარი თავი შენ არ გეკუთვნის და ვისი აგენტიც ხარ და ვინც ხელშეუხებლობის გარანტია მოგცა როგორც უნდა ისე გათამაშებს?
ყველაზე დიდი უბედურება კაცობრიობის არსში არის ის, რომ საკუთარი თავი არ გეკუთვნის და მხოლოდ სხვაზეა მორგებული, მას საკუთარი სიცოცხლეც კი არ ეკუთვნის რადგან საკმარისია არ დაემორჩილოს რუსეთს, რომ გვამია იმ დღესვე?!
– რა უნდა მიხაროდეს ან რა არის სასიხარულო როდესაც სულიერად და ფიზიკურად ზნედაცემულ ადამიანს ვუყურებ?
მაშინ ხომ მეც მისნაირი ვიქნები ეს რომ მახარებდეს?
ცხრა წლიან რეჟიმზე მე დავასრულე უაზრო საუბრები და ველოდები ქმედით ნაბიჯებს მომავლისკენ!
შურისძიების მოლოდინში ვერ დავკარგავ ყველაზე ძვირფასს – დროს და ამ ძვირფას დროს მხოლოდ პოზიტივს და სიყვარულს დავუთმობ რადგან მჯერა სიყვარულის ველი დაამარცხებს ქვეყანაში უკვე დამკვიდრებულ ბოროტებას, რომელიც ყოველდღე კლავს ან ათას უბედურებას სჩადის….
მე გულწრფელად გეტყვით, საერთოდ აღარ მაინტერესებს არც სააკაშვილი და არც ის პირები პირადად მე ვინც დამიშავა ცხრა წლის მანძილზე, რადგან სიცოცხლე ძალიან ხანმოლეა და ისე სწრაფად გარბის ამისი დრო აღარ მაქვს!
ჩემგან ქვეყნის ყოფილი მესამე პრეზიდენტად წოდებული (ჩემთვის ის არასოდეს ყოფილა არც პრეზიდენტი და არც ლიდერი) იმსახურებს მხოლოდ სიბრალულს და შეცოდებას და ამას გულწრფელად ვამბობ, ძალიან საცოდავი სანახავი იყო მის მიერვევე დადგმული სპექტაკლის მის მიერ შესრულების ყურება .
ეხლა რაც ხდება ეს იგივე კომედიის გაგრძელებაა, რომელიც ჩვენთან 2003 წელს დადგა რუსეთმა და ვარდების რევოლუცია დაარქვა!
რუსეთი არასოდეს მიცემს უფლებას ჩვენს ქვეყანას, რომ გაძლიერდეს, სანამ ამ ფორმით არსებობს რუსეთი და ერთადერთი გადარჩენის გზა არის საკუთარ სიძულვილზე გადაბიჯებული დიალოგი მათთან!
თუ ვინმეს გჯერათ, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეული ამერიკა და ევროპა დაგვეხმარება ეგ უტოპიაა და დროთა განმავლობაში ყველა დავრწმუნდებით ამაში!
ნეტა ვცდებოდე მაგრამ მოცემულობა ასე მაფიქრებინებს…"-წერს უფლებადმცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში.
სრული ვერსიის ნახვა infopostalioni.com
скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 3 444 / 19 თებერვალი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები