ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის საგანგებო განცხადება

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ოზურგეთში, არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიების მიმდინარეობისას, შეიქმნა საკმაოდ არაორდინარული სიტუაცია, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის კონკურენტის მომხრეთა მხრიდან მოსახლეობის დაშინება-დატერორებასა და მოსყიდვის მცდელობაში!
 
კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, აშშ, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, იტალიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და  ევროგაერთიანებაში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების საელჩოებს, აგრეთვე ევროკომისიის მონიტორინგის ჯგუფს თხოვნით, რათა რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოყონ დამატებითი დამკვირვებლები, რომლებიც თავისი დასწრებით უზრუნველყოფენ რეგიონში არჩევნების რეალური პრინციპების დაცვით ჩატარებას.
 
საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში შტაბი გამოთქვამს მზაობას, წარადგინოს ფაქტობრივი დამადასტურებელი მასალა", - ნათქვამია განცხადებაში.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 313 / 03 ნოემბერი 2017"
სხვა სიახლეები
კომენტარები