მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი მის დაკავებას და საქართველოში ექსტრადირებას დაკავშირებით

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის დოკუმენტების მზადება დაიწყო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ნამდვილად, სხვა ვინ იქნება ამით დაკავებული თუ არა ლუცენკო. ის ყველაზე კარგად იცნობდა ჩემს საქმეებს პრეზიდენტობის პერიოდში. მადლობა, იური, ჩემი მოკრძალებული შრომის ასეთი მაღალი შეფასებისთვის“ - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 2 519 / 29 ოქტომბერი 2017"
სხვა სიახლეები
კომენტარები