ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება ის პოლიტიკურ პარტიას ქმნის

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ უკვე ღიად განაცხადებს.მისი პარტია კონსტრუქციულ ოპოზიციაში იქნება ხელისუფლებასთან და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მოემზადება. 

რა არის ყოფილი პრემიერების მიზანი?
ღარიბაშვილი, ცოტა ხნის წინ შეკვეთილში, პარაგრაფ ჰოტელის გახსნაზე იმყოფებოდა. მას შეხვედრა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან.








სავარაუდოდ, შეხვედრის ერთერთი მთავარი საკითხი, სწორედ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა იყო.
დიდი ალბათობით, ღარიბაშვილის ახალ პოლიტიკურ პარტიას ივანიშვილი მხარს ირიბად დაუჭერს.
„გააკეთებს“ თუ არა, ყოფილი პრემიერი, ყოფილი პრემიერის პარტიისაგან სახელისუფლებო გუნდის ალტერნატივას, ჯერჯერობით უცნობია.
თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტიის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უმრავლესობის წევრები: ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე და გია ვოლსკი უკვე გამოეხმაურნენ.


ზაზა პაპუაშვილი: „საზოგადოებას ცოტა მობეზრებული აქვს ამდენი პარტიების შექმნა… ეს იმას არ ნიშნავს რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არ უნდა შექმნან ახალი პარტია.
ჯერ უნდა მოვუსმინოთ და ვნახოთ, რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ…
თუ პარტია იმიტომ შეიქმნება რომ ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი მიემატოს, ეს სწორი არ იქნება…
ხოლო თუ ახალი პარტია გარკვეულ სიახლეებს შემოგვთავაზებს და საინტერესო იდეებით შემოიფარგლება, მაშინ მისაღები იქნება ასეთი გადაწყვეტილება.
მთავარია რომ პარტიის შექმნა არ იყოს თვითმიზანი“.
„პრესა.ჯი“: ვრცელდება ინფორმაცია რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიას ქმნის. იცით თუ არა, ამის შესახებ?
გედევან ფოფხაძე: ჩემთვის ეს ამბავი ცნობილი არ არის.

– ზოგადად, მიესალმებით ყოფილი პრემიერის მიერ პარტიის შექმნას? 
– ვიდრე ოფიციალურად არ გავიგებ ამ ინფორმაციის შესახებ, მანამდე ვერაფერს გეტყვით“.
გაცილებით კონკრეტული იყო გია ვოლსკი. მისი თქმით, “აღნიშნული თემა არცერთ დონეზე არ განხილულა”.
„მე პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილს და ვმეგობრობთ, ჩვენს შორის ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად.
მიმაჩნია, რომ ის არის კომპეტენტური ადამიანი.
დიახ, გავრცელდა ინფორმაცია რომ იგი პარტიის შექმნას აპირებს. თუმცა, აღნიშნული თემა არცერთ დონეზე არ განხილულა.
ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“ – განუცხადა უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „პრესა.ჯის“.
უმრავლესობის წევრებისაგან განსხვავებით, თავად ღარიბაშვილი მის მომავალ გეგმებზე არ საუბრობს და დემონსტრაციულად ღიად ტოვებს იმ საკითხს, რომელიც, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით “დღის წესრიგში არ დგას”.
თუმცა, სავარაუდოდ, მალევე დადგება…
скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 9 727 / 06 ოქტომბერი 2017"
სხვა სიახლეები
კომენტარები