ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ნაცემია ლევან ხაბეიშვილი და დაკავებულია 3 ნაციონალი

საპატრულო პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილეები შარტავას ქუჩის გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა.მერიის შესასვლელთან ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებული.
პოლიციის მხრიდან ამ ქმედებას “ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოყვა.
“ნაცმოძრაობა” დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ითხოვს, რომ თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე ტერიტორიების გადაცემის საკითხის გადაწყვეტა არჩევნებამდე შეჩერდეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრასაც ითხოვენ.
რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ხაბეიშვილს რამდენიმე უცხო პირმა ხელი დაარტყა.
არსებული ინფორმაციით, თბილისის მერიის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” აქციის სავარაუდოდ სამი მონაწილე დააკავეს. დაკავება პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და შავი ფერის ”ჯიპში” მჯდომ პირებს შორის დაპირისპირების შემდეგ მოხდა. ნიკა მელია აღნიშნულ მანქანაში მჯდომ პირებს მხარდამჭერებთან ერთად მიუვარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
მელიას თქმით, აღნიშნული პირები არიან სუს-ის თანამშრომლები და სწორედ ამ მანქანიდან გაცემულ ბრძანებებს ასრულებენ სამართალდამცველები.
ამ წუთებში შარტავას ქუჩა ფაქტობრივად სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული. ტროტუარზე საპატრულო პოლიციას ჯაჭვი აქვს გაკეთებული და აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე არ უშვებენ.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 948 / 02 ოქტომბერი 2017"
სხვა სიახლეები
კომენტარები