”ჩინეთმა ვირუსი სპეციალურად შექმნა ხალხის გასანადგურებლად, მეცნიერებიც გააჩუმეს…” – ახლახანს შოკისმომგვრელი ინფორმაცია გასაჯაროვდა

ადვოკატები ამბობენ, რომ ვირუსი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შეიქმნა. ისინი ჩინეთის ხელისუფლებას ბრალს ადამიანების მკვლელობაში, ტერორიზმის ხელშეწყობასა და ამერიკის მოქალაქეების განადგურების მიზნით შეთქმულების მოწყობაში სდებენ.
სარჩელში მტკიცებულების სახით მოტანილია სამეცნიერო დასკვნები ერთადერთი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ, რომელიც სწორედ COVID-19-ის ტიპის ვირუსების შექმნაზე მუშაობდა. ჩინეთის ხელისუფლების ბრძანებით, ლაბორატორიის მუშაობა სახელმწიფო უშიშროების მოტივით გასაიდუმლოვდა.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ჩინელი მეცნიერები, რომლებიც ცდილობდნენ მსოფლიო საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინათ, აიძულეს გაჩუმებულიყვნენ.
ჩინეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ჩენმა გუნდის წევრებთან ერთად ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინინა გაიკეთა, რომელიც იმ დროისთვის ჯერ შემუშავების ეტაპზე იყო.
მოსარჩელეების მტკიცებით, ჩინეთმა ვირუსი ერთი ან რამდენიმე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, მათ შორის, აშშ-ის წინააღმდეგ შექმნა და მოითხოვენ, რომ სარჩელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ჯერ კიდევ 1925 წელს აიკრძალა.

სხვა სიახლეები
კომენტარები