"დედა რომ მახსენდება სულ მეტირება" - ესპანეთში კორონა ვირუსით გარდაცვლილი 28 წლის ქალი 8 წლის გიორგის დედაა

ბოლო დროს სოციალურ ქსელში მისი 8 წლის შვილის, გიორგი ნაჭყებიას ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ბავშვი ამბობდა, რომ შიმშილსაც კი მოითმენდა ოღონ დედამისი კარგად ყოფილიყო.
„ოღონდ დედა არ მომიკვდეს და ვისწავლი მშიერი დაძინებას. დედა რომ მახსენდება სულ მეტირება. ყოველდღე უკვე ცუდ ხასიათზე ვარ. დიდი ხანი არ ჩამოვლენ დედა და მამა, ნეტა გამაძლებინა იქამდე. მე კაცი ხომ ვარ ახლა, ხომ ვფიქრობ ჩემს დებს რა მოვუტანო საჭმელი, ბებოს რა ვუშველო. ჩემი ძმა პატარაა და ვერ დადის.
ამას წინათ მეზობელმა მითხრა, სულ რომ გშია ჭიები ხომ არ გყავს მუცელშიო და მე ვუთხარი, ჭიები არა, დღეში ორჯერ მშივდება, ბევრია ახლა ეს ?“, – ამბობდა „სიკეთის ქალაქის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში ბავშვი.
16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ცირა ნაჭყებიას კორონავირუსი დაუდგინდა. დღეს მისი მდგომარეობდა დამძიმდა და გარდაიცვალა. დაავადებათა კორნტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალი ქრონიკულ დაავადებას ებრძოდა, რომელსაც კორონავირუსი დაერთო.
წყარო იტარ.ge

სხვა სიახლეები
კომენტარები