იგეგმება თუ არა თბილისში და სრულიად საქართველოში ვერტმფრენებით ჰაერის შეწამვლა?

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს დღეს, 23.00-დან 05:00 საათამდე თბილისში ვერტმფრენებით ჰაერის შეწამვლა იგეგმება.მანანა თოქმაჯიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ვერტმფრენებით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი და ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობაა.
„მეგობრებო, არც ჩვენ, არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები.
რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).
აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ... სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს.
მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!", - წერს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 651 / 12 მარტი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები