მიხეილ სააკაშვილის სგანაგებო განცხადება და პასუხი პუტინს აგვისტოს ომთან დაკავშირებით

მე არასოდეს დამიპირებია ძალის გამოყენება, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში,მითუმეტეს იმის გათვალისწინებით,რომ იქ მშვიდობიანად ვიღებდით გამარჯვებას,მაგრამ ვერასდროს შევპირდებოდი პუტინს ან ვინმეს სხვას, რომ, როდესაც ისინი თავს დაგვესხმებიან, მე არ ვუპასუხებ და არ დავიცავდი ჩემს ქვეყანას. ეს იყო ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება საკუთარი ხალხის წინაშე, ასეთი ფიცი დავდე, როდესაც ვხდებოდი პრეზიდენტი.პუტინი ცდილობს თავისი აგრესიის გამართლებას საკუთარი აგრესიის მსხვერპლთა დადანაშაულებით. თანამედროვე სამყაროში, სასარგებლო იდიოტების გარდა, ცოტა შეიძლება მოტყუვდეს. მე ვფიქრობ, რომ მან გუშინ მახსენა , რადგან იცის, რომ ჩემი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებზე საქართველოში და ეს ძალიან აწუხებს.
მე მეცოდება კიდეც პუტინი.. რამდენ არჩევნებში უნდა ჩაერთოს იგი: ამერიკაში, შემდეგ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ან სადმე სხვაგან. მაგრამ მაინტერესებს ნუთუ მას არასდროს უფიქრია რუსი საზოგადოების პრობლებების გადაჭრაზე დახარჯოს ეს ენერგია. იქნებ ამაშიც ჩვენ დავეხმაროთ?скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 511 / 11 მარტი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები