ვინ არის მთავრობის წევრი, რომლის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წევრის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. თავად მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია და ის ამ ფაქტს ადასტურებს.ცნობილია, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი საჩხერის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.
მას შეხება ჰქონდა, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ მეოთხე პაციენტთან, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და მასთან კონტაქტში მყოფი ათამდე ადამიანი დააინფიცირა.
კიდევ ერთი უწყების მაღალჩინოსანი, ეკონომიკის მინისტრი მოადგილე, გენადი არველაძე თავად აცხადებს, რომ კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითიზოლაციაშია ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატიც.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძესაც.
ვინ არის ქართველი მაღალჩინოსანი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება.
​​​
​​​скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 350 / 09 მარტი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები