გადაწყვეტილება მიღებულია უდიდესი საზოგადოებრივი რეიტინგიდან გამომდინარე რა თანამდებობაზე ინიშნება ამირან გამყრელიძე

"ტვ პირველი" ექსკლუზიურ ფოტო მასალას ავრცელებს, სადაც ცნობილი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არიან."ტვ პირველის" ჟურნალისტი საკადრო ტექსტში აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის კულუარებში გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე აქტიურად განიხილავენ.
"საკადრო გადაადგილება ბიძინა ივანიშვილის დასარწმუნებლად. რას ნიშნავს გამყრელიძის გაზრდილი პოპულარობის ფონზე ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრა. 
მმართველი პარტიის კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძის შანსები, გახდეს პირველი პირი სამედიცინო სფეროში, მოქმედი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებების  უკმაყოფილობების ფონზე სულ უფრო რეალური ხდება. გამყრელიძე კი სულ უფრო პოპულარული. ჭირდება თუ არა საზოგადოების კეთილგანწყობის გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ყველაზე მსხვილი 4 მილიარდიანი უწყების პირველ პირად ამირან გამყრელიძე. რა გეგმა აქვს ვანო ჩხარტიშვილს გამყრელიძესთან დაკავშირებით. ჩხარტიშვილს რომელზეც სულ უფრო მეტს საუბრობენ, რომ მას აქვს ივანიშვილის კადრების სამჭედლო ჩაბარებული. არის თუ არა ივანიშვილთან გამყრელიძის მთავარი რეკომენდატორი ვანო ჩხარტიშვილი. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის გავლენა, რომ ივანიშვილის საკადრო პოლიტიკას წვდება, ამაზე კითხვის ნიშნები დიდი ხანია აღარ აქვთ ოპოზიციაში და სხვადასხვა წრეებში,"-აღნიშნავს "ტვ პირველის" ჟურნალისტი ანა წერეთელი.
ამასთან, ტელეკომპანია დაუკავშირდა თავად ვანო ჩხარტიშვილს, რომელსაც შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, ბიზნესმენმა აღნიშნული შეხვედრა დაადასტურა და განაცხადა, რომ ის მეგობარს პირად თემებზე სასაუბროდ შეხვდა.
"რა შუაშია მთავრობის ცვლილება, მეგობარს შევხვდი სამედიცინო საკითხებზე. მე რატომ უნდა შევხვდე ცვლილებებზე საერთოდ, რა ჩემი საქმეა ამაზე ვსაუბრობ რომ ეს პროვოკაციული თემაა",-განუცხადა "ტვ პირველს" ჩხარტიშვილმა.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 392 / 09 მარტი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები