ინფექციური საავადმყოფოდან ვრცელდება საგანგებო განცხადება გარდაცვლილი ადამიანის შესახება - "ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ, ტყუილია"

როგორც AMBEBI.GE-ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ტყუილია სოციალურ ქსელში და ზოგიერთ ინტენეტსაიტზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პაციენტი მამაკაცი, რომელსაც ვირუსის მახასიათებელი ნიშნები ჰქონდა, გარდაიცვალა.
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 9 პაციენტი, რომელთაც კვლევების შედეგად კორონავირუსი დაუდსტურდათ. მათ შორის 6 პაციენტი გუშინ შევიდა.
რიგით მეოთხე პაციენტის, 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სხვებთან შედარებით მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის ინფექციურ საავადმყოფოში შესაბამის მკურნალობას გადის. იხილეთ სრულად

სხვა სიახლეები
კომენტარები