ამას არავინ ელოდა საქართველოს მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება თუ ქათამი, ძროხა და სხვა შინაური ფრინველ-ცხოველი გყავთ თქვენ დაიბეგრებით

სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის, ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი დაამტკიცა.ვალდებულებები ეხება სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის ყველა მწარმოებელს, თუ ოჯახი ფლობს ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან:არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველს და მისგან წარმოებული ხორცს ან/და კვერცხს;არაუმეტეს 10 ფუტკრის სკას და მისგან წარმოებულ თაფლს;
არაუმეტეს 30 სულ ბოცვრისნაირს და მისგან წარმოებულ ხორცს;
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლისგან მიღებული რძესა და რძის ნაწარმს, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5 სულს;
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული წვრილფეხა საქონლისგან მიღებულ რძეს და რძის ნაწარმს, იმ შემთხვევაში, თუ ამ წვრილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 15 სულს;
არაუმეტეს 2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე წარმოებული სურსათს ან/და ცხოველის საკვებს.
თუ ოჯახი ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმებს მაინც აკმაყოფილებს, ის პრემიერის გადაწყვეტილებით, ვალდებულია:
რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;
ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული, სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;
უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა, უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. ასევე მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას და საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 2 233 / 05 მარტი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები