ვანო მერაბიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება, ახლახანს გახდა ცნობილი

სკანდალური ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარობისთვის ემზადება, – ინფორმაციას ამის შესახებ, “2020News“ ავრცელებს.აღნიშნული სტატიის ტექსტს სრულად გთავაზობთ:
„ციხიდან ახლახან გამოსული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, სიტყვიერი „დაპირებიდან“ აქტიურ პოლიტიკურ მოქმედებაზე გადავა.
ციხიდან ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარობამდე
“გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, ვალერი გელბახიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე მერაბიშვილი ციხეში არ შეაბრუნეს, ის, სავარაუდოდ, ახალციხისა და ადიგენის სამაჟორიტარო ოლქში იყრის კენჭს.
მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ექმინისტრის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მას წარმოდგენა არ აქვს, რას აპირებს ვანო მერაბიშვილი.
„წარმოდგენა არ მაქვს, რას აპირებს მერაბიშვილი. ის არ ვიცი, რომელ პარტიაში ერთიანდება და აპირებს თუ არა მაჟორიტარობას, ეს როგორ უნდა ვიცოდე?!“, – გვითხრა ადვოკატმა.
არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, დაუჭერს თუ არა მას მხარს გაერთიანებული ოპოზიცია?!
გელბახიანის თქმით, მერაბიშვილი ახალციხისა და ადიგენში უკონკურენტო კანდიდატი იქნება. მისივე განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მას სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიცია მხარს დაუჭერს.
„იმ შემთხვევაში, თუ მერაბიშვილი შეცდომებს დაუშვებს, მაშინ ის პოლიტიკურ პროცესებს მთლიანად ჩამოშორდება. თუ მერაბიშვილი შეცდომების დაშვებისგან თავს შეიკავებს, კარგად მოემზადება და ახალციხისა და ადიგენის რეგიონში მაჟორიტაროებსითვის იბრძოლებს, მას გამარჯვების პერსპექტივა ექნება. შეიძლება, მას გაერთიანებულმა ოპოზიციამ მხარიც დაუჭიროს, რადგან ის თავის რეგიონს, ალბათ, მოიგებს“, – გვითხრა გელბახიანმა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 3 511 / 04 მარტი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები