"ხალხს მოვუწოდებ მზად იყვნენ ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და სამწუხაროდ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება

დააავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა უწევს, ამიტომაც რთულია, რომ ასე სწრაფად ყველაფერი გამართული იყოს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ვირუსით დაინფიცირების რიცხვის მატებას ელიან, ამიტომაც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მზად იყვნენ და პანიკას არ აჰყვნენ. 
„სამწუხაროდ, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მთელს მსოფლიოში ჩინეთის გარეთ იზრდება. ერთადერთი ჩინეთში იკლებს, რადგანაც მათ კარანტინი გამოაცხადეს, თუმცა დღეში  300 ახალი შემთხვევა მაინც აქვთ.
„56 ქვეყანაში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, ყველგან იზრდება. ამიტომაც საქართველო გამონაკლისი არ იქნება. იტალიაში, კორეაში, ირანში - ყველგან მატებაა. 
„ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და ველოდებით, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. აქამდე ვირუსის შემოსვლა გარკვეული დროის განმავლობაში, თითქმის 2 თვის მანძილზე შევაკავეთ. სამწუხაროდ, უკვე 3 ფაქტი დადასტურდა და მატება იქნება. ამიტომაც, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ  პანიკას არ აყვნენ და მზად დავხვდეთ. როგორც საჭიროა, ყველა მხრივ მოვუვლით“, -აცახდებს გამყრელიძე „რეზონანსთან“. 
ჩვენს კითხვაზე რამდენად მზად არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, რომ იმფიცირებულთა რიცხვის მატებასთან ერთად მას გაუმკლავდნენ და რა პასუხი აქვს იმ პრობლემებზე, რომელიც საკარანტინოდ განთავსებული მოქალაქეებისგან ისმის, გამყრელიძე გვპასუხობს, რომ  დღეს ქვეყანა გაცილებით უფრო მზად, არის ვიდრე ეს 15 ან 20 წლის წინ იყო. მისივე თქმით, იტალიის ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისთვის, რომ ვნახოთ ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა რა რთულია.
„ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კი, ბატონო, იყოს კრიტიკა, მაგრამ ეს ნიშნის მოგებას არ უნდა ემსახურებოდეს. რა თქმა უნდა, ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთხელ მოვუხდი კარანტინში მყოფ ადამიანებს, რადგანაც განსაკუთრებით საუკეთესო პირობები არ დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ საკითხებზე სერიოზულად მუშაობს და მის მოგვარებას ცდილობს. 
„როგორც ვიცი, ძირითადი საუბარი „დიამედის“ კლინიკაზე და სასტუმროზე იყო. დანარჩენი ყველა, როგორც ვიცი, ნორმალურია. პირდაპირ ამ კარანტინის მენეჯმენტში ჩართული არ ვარ, მაგრამ მეთოდურ რეკომენდაციებს ჩვენი ცენტრი ამზადებს. გარდა ამისა მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე საავადმყოფოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის საჭიროება შეიქმნა, რადგანაც ინფექციური საავადმყოფო გადაიტვირთა. 29 თებერვლის მონაცემებით 36 ადამიანი იწვა და ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 
„მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაში მიმდინარეობს. ვიყავით მომზადებული, მაგრამ არ ეყო და ბევრია ე.წ. შესაძლო შემთხვევები. ახლა ბათუმის და ქუთაისის ჩვენი განყოფილების თანამშრომლებს ვატრენინგებთ, რომ დაგვჭირდეს კვლევები იქვე ადგილზევე გავაკეთოთ და გზაში დრო აღარ დავკარგოთ“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება  ქვეყანაში პანიკას და საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს, გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი მაინც იტალიიდან არსებობს.  იქიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან და ჩაკეტვას ვერ შეძლებენ. ასევე არსებობდა საფრთხე, რომ საქართველოში ვირუსის შემოსვლა ირანიდანაც მოხდებოდა, რაც რელურად დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ქვეყნიდან საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელია.
„ჩრდილოეთ იტალიიდან ვინც შემოვა ჩვენი მოქალაქეები და არანაირი სიმტომები არ დაუდგინდათ, მაინც მოვუწოდებთ, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ - სამსახურში არ წავიდნენ, იზოლირებულები იყვნენ საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც. 
„ახლა განსაკუთრებულ საფრთხეს იტალია წარმოადგენს. ირანიდან, ჩინეთიდან აღარ გვყავს იმდენი შემომსვლელი. კორეიდან ისდეცა ნაკლები შემოდიოდნენ. იტალიიდან ძირითადად ჩვენი მოქალაქეები მოდიან. ამიტომაც მოვუწოდებ თვითიზოლაციისკენ და თუ სიმპტომები დაუდგინდათ, მაშინ კლინიკებს მიმართონ“, - აცხადებს გამყრელიძე „რეზონანსთან“.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 2 124 / 04 მარტი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები