სკანდალური ინფორმაცია ია მეტრეველის მკვლელობის მცდელობა ვინ დაუკვეთა მისი მოკვლა?

სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედას "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკვლას უპირებდა.ამის შესახებ ია მეტრეველს ინფორმაცია თავად იმ პირმა მიაწოდა, ვისაც მკვლელობა დაავალეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მეტრეველმა ინტერვიუ გაზეთ "ახალ თაობას" მისცა.
"დაახლოებით 1 წელია, რაც ციხიდან დამიკავშირდა პირი. მას თავიდან ყურადღება არ მივაქციე. ვიფიქრე, ხდება ხოლმე, როცა რაღაც ინტერესების გამო ამბობენ მსგავს რამეს. ჩემთან, მითუმეტეს ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს ათას რაღაცას მთხოვს, მაგრამ ეს ბიჭი შემდეგშიც ინტენსიურად მირეკავდა და ისეთ დეტალებს მიყვებოდა, დავრწმუნდი, ნამდვილად არ ტყუოდა. მით უმეტეს, სანაცვლოდ არაფერს მთხოვდა.
ის რამდენიმე პირმა ქუჩაში აიყვანა, რის შემდეგაც ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც უთხრეს, რა უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა მოეხდინა ჩემი მკვლელობა.
მაღაზიაში შეყვები ვითომ ყაჩაღობის მიზნით, იქ იარაღს მიადებ შუბლზე და მოკლავო. თქვენი ფოტო კომპიუტერში მანახეს, ეს ის არის, ვისზეც გეუბნებითო და ისიც მითხრეს, წითელი თმები აქვსო. ამითაც დაამახსოვრეს.
ამ ბიჭმა თქვა, ნარკოტიკის მომხმარებელი ვიყავი და მე ამიტომ ამომარჩიესო.
ამის პარალელურად მას ბატონ იურის (ვაზაგაშვილი) საწინააღმდეგოდ მუშაობაც დაავალეს. ამიტომ, მე მთხოვდა, თუ შეიძლება ეს ინფორმაცია ბატონ იურის გადაეცით, მისთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელიო.
როგორც იმ ახალგაზრდამ მითხრა, ამ დავალების შემდეგ ქვეყანა დატოვა და იმალებოდა. მერე, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ისევ შეხვედრიან და უთქვამთ, ახლა ამისთვის არ გვცალია, მაგრამ ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება და დაგიკავშირდებითო"-განაცხადა ია მეტრეველმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.
ინტერვიუ გამოცემამ 2015 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა. ამ დროს ზურა ვაზაგაშვილის მამა უკვე მოკლული იყო. ის საკუთარი შვილის საფლავზე 20 იანვარს ააფეთქეს.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 6 582 / 03 მარტი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები