სამწუხარო ინფორმაცია ექიმი დავით სუხიაშვილი გარდაიცვალა

ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ექიმი დავით სუხიაშვილი გარდაცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კლინიკის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვარდზე ვრცელდება.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

“ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა, ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი, ჩვენი საუკეთესო ექიმი, არაჩვეულებრივი ადამიანი დავით სუხიაშვილი.

ბატონი დავითი ძალიან დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი კლინიკისთვის და მთელი სამედიცინო საზოგადოებისათვის, ასევე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის.

უაღრესად რთული იქნება მის გარეშე გატარებული ყოველი დღე თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის… ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას,” – ნათქვამია კლინიკის გვარდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.


"მკურნალის" რედაქცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ოტოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი დავით სუხიაშვილი. ბატონ დავითს შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ გული აწუხებდა. იგი გუშინ ისრაელში ინფარქტით გარდაიცვალა.

"მკურნალი" თანაგრძნობას უცხადებს საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას, პაციენტებს და გარდაცვლილის ოჯახს.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 251 / 01 მარტი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები