წარმოუდგენელი რამ ანტარქტიდაზე სისხლისფერი თოვლი და ყინული დააფიქსირეს — მიზეზი საკმაოდ სახიფათოა

რამდენიმე კვირის წინ, ანტარქტიდაზე, უკრაინის ვერდანსკის კვლევითი ბაზის მეცნიერები უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ — სადგურის მიდამოებში თოვლი სისხლისფრად შეიღება.
ფოტოები იმდენად შემზარავია, რომ უცბად შეიძლება იფიქროთ, თითქოს იქ პინგვინების ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა. თუმცა, რეალური მიზეზი გაცილებით ნაკლებად დრამატულია, მაგრამ არც ისე კარგი რამის მომასწავებელი.
უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზღვაო ეკოლოგმა ანდრეი ზოტოვმა ფოტოები ანტარქტიკულ სადგურზე მიმდინარე კვლევისას გადაიღო. ამ დრამატულ სანახაობაში დანმაშავე წარმოუდგენლად ციცქნა არსებაა.
„ჩვენმა მეცნიერებმა მიკროსკოპული კვლევებით დაადგინეს, რომ თოვლში მიკროორგანიზმი Chlamydomonas nivalis-ი გავრცელდა“, — წერს უკრაინის ეროვნული ანტარქტიკული სამეცნიერო ცენტრი „ფეისბუკზე“.

ეს მიკროსკოპული მწვანე წყალმცენარე საკმაოდ გავრცელებულია დედამიწის ყინულოვან და თოვლიან რეგიონებში, არქტიკიდან ალპურ ზონებამდე.
მკაცრ ზამთარში ისინი მიძინებული არიან, მაგრამ როგორც კი მათ ყინულოვან გარემოს მზის სხივები საკმარისად გაათბობს, წყალმცენარე იღვიძებს და სწრაფად აქტიურდება. ამისათვის მას თხევადი წყალი სჭირდება.
ახალგაზრდა C. Nivalis-ი მწვანეა, რადგან მათში მიმდინარეობს ქლოროპლასტების ფოტოსინთეზი; აქვთ კუდის მსგავსი სტრუქტურები, იგივე შოლტები, რომლებსაც ცურვისთვის იყენებენ. ასაკის მატებასთან ერთად, ისინი გადაადგილების უნარს კარგავენ და უვითარდებათ ექსტრემალურ გარემოში გადარჩენის უნიკალური ადაპტაცია; მათ შორის არის უჯრედის დამატებითი საიზოლაციო კედელი და კაროტინოიდების (პიგმენტი) ფენა, რომელიც მათ მწვანეს ნაცვლად ნარინჯისფერ და წითელ შეფერილობას აძლევს.
მკვლევართა განმარტებით, ეს ფენა წყალმცენარეს ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

კაროტინოიდები წყალმცენარეს ასევე ეხმარება მეტი სითბოს შთანთქმაში, რაც თავის მხრივ, უფრო ბევრ წყალს ადნობს და ხელს უწყობს მათ გააქტიურებას. ეს ყველაფერი ძალიან კარგია თავად წყალმცენარისა და მასზე მონადირე სხვა ორგანიზმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, აქვს სხვა შედეგებიც.
მეცნიერთა განცხადებით, წყალმცენარეების აფეთქება ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას.
2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არქტიკაში, დნობის ერთ სეზონზე, თოვლის წყალმცენარეთა „აყვავება“ თოვლიდან არეკლილი სინათლის რაოდენობას 13 პროცენტით.
2017 წელს მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ მიკრობული საზოგადოება, მათ შორის C. Nivalis-ი, ალასკაში მეექვსე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო თოვლის დნობაში. როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, იმ ზონებში, სადაც ნადნობი წყალი მეტია, 50 პროცენტით მეტი წყალმცენარე იზრდება, რომლებიც თავის მხრივ, კიდევ უფრო ბევრ თოვლს ადნობენ.

ანტარქტიკის წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით თბილია. დაფიქსირდა რეკორდული ტემპერატურა, +20 გრადუსი ცელსიუსი, რაც თოვლისა და ყინულის სწრაფ დნობას იწვევს, მაჩვენებლით, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ფიქსირდებოდა.
გლაციოლოგების აზრით, ასეთი მოვლენები სულ უფრო გახშირდება. პროცესები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული — ტემპერატურის ზრდა იწვევს მეტი ყინულის დნობას, რაც ხელს უწყობს უფრო ბევრი წყალმცენარის ზრდას, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ უფრო ბევრ ყინულს ადნობს და ა. შ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო 1tv.geскачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 3 113 / 29 თებერვალი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები