სასწრაფოდ! საშიში ინფორმაცია არის სრული პანიკა საქართველო გაძლიერებულ საგანგებო რეჟიმზე გადადის - კორონავირუსის საფრთხე გაზრდილია

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია, სწორედ ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ.
24 და თებერვალს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი შევიდა. 2 მათგანი ირანის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი საქართველოსი. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შემდეგ 5 პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა. 25 ტებერვალს ცნობილი გახდა, რომ მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 715-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტი ავრცელებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა ჩინეთში 78 000-ს გადააჭარბა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 29 700-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში ჩინეთში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 52 მოქალაქე.
ოფიციალური ცნობით, ბოლო 24 საათში ჩინეთის 31 რეგიონიდან 26-ში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 2 407 / 26 თებერვალი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები