იტალიაში მცხოვრები ქართველი შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს - "ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მითხრა საქართველოშიც დაუდგინდათ კორონა ვირუსიო"

“ალიას” ესაუბრება ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმს, გიორგი მანჯავიძეს რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ საქართველოში მალე აფეთქდება კორონავირუსი, რადგან არ ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებს. გიორგი ახლა ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ფიზიოთერაპევტია.-რა დარღვევები ჩანს ყველაზე მეტად გარედან?
-ბევრია, საზღვრებთან დაკავშირებული დარღვევებით დავიწყებ. მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, არა მარტო საჰაერო, საზღვაოც და სახმელეთოც, 2 კვირაზე მეტი აქვს ინკუბაციის პერიოდი დაავადებას, თავიდან იყო საუბარი, რომ 14 დღის მერე ვლინდება, მაგრამ ორგანიზმზეა დამოკიდებული და მეტიცაა ზოგ შემთხვევაში.
იტალიასთან ფრენა ბევრმა ქვეყანამ შეწყვიტა, სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზების გამო, საქართველოს მთავრობა, არც კი განიხილავს.
რაც შეეხება აეროპორტებს, როგორ წარმოგიდგენიათ თერმომეტრი დაადო შუბლზე და დაადგინო, აქვს თუ არა ვირუსი? დავუშვათ სიცხე არა აქვს და ვირუსი აქვს – მერე? ან სიცხე აქვს და არა აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები?
-რა არის ვირუსის დადგენის ოპტიმალური გზა?
– მომზადებული პერსონალი, პირველ რიგში, რომელიც ძირფესვიან გამოკითხვას ჩაატარებს, სად იყო, ვისთან იყო, რასთან ჰქონდა შეხება. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი გამოკითხვა – სპეციალური ფორმებია შემუშავებული ამისათვის, სამწუხაროდ, როგორც ვიცი და პრინციპში ღიადაც რაც ჩანს, ასეთი გამოკითხვა არ უტარდება მგზავრებს
მეორე – თერმული სკანერი – რომელიც, ჯერ ერთი ამცირებს ექიმის შემხებლობას მგზავრთან და მერეც გაძლევს მეტ ინფორმაციას.
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგ ქვეყანაში იყენებენ ტომოგრაფიას და არა რენტგენს, სრული სურათის სანახავად, როცა ნიშნებია ვირუსის.
-ალბათ, გულისხმობთ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, კი, მაგ შემთხვევაში უკვე ყველა ორგანოს დათვალიერება უკეთ ხდება.
-საკარნტინო სივრცეზე უნდა გკითხოთ, კარანტინი მოწყობილია სასტუმროში…
-თავად კითხვაშია პასუხი, როგორ შეიძლება საკარნტინო სივრცე იყოს სასტუმროში? საიდანაც აქვთ გასვლის უფლება, თუნდაც აივანზე? და მერე, კარანტინი რომ მორჩება და ამ ადამიანებს გამოუშვებენ – სასტუმროს რას უშვრებიან?
თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში არ არის გავრცელებული კორონავირუსი?
-არ ვიცი, გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ ჯანდაცვა უარჰყოფს.
-მალავენ და არ აპირებენ თქმას, სანამ მეტი დაინფიცირებული არ იქნება და ფიზიკურად შეუძლებელი გახდება დამალვა. უსმინეთ გუშინდელი განცხადება? რისკები გაიზარდაო, რომ ისაუბრეს? ჯერ მწვანე ზონაში ვიყავით და არ იყო საშიში, ახლა არ ვართ მწვანე ზონაში და რისკები გაიზარდა, მაგრამ მაინც არ არის საშიშიო.
მე კიდევ მაქვს ინფორმაცია, რომ იმ 4 ირანელს, რომლებზეც თქვეს რომ არა აქვთ ვირუსი – სინამდვილეში აქვთ კორონავირუსი და გადაიყვანეს სპეციალურ ბოქსებში. სად ჰყავთ, სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ არ ვიცი. განაგრძეთ კითხვაскачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 2 427 / 25 თებერვალი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები