სააკაშვილის განცხადება შენიშვნა ეკა კვესიტაძესთან - "„როგორც ყოველთვის ეკა კვესიტაძემ ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა"

მე ვთქვი, რომ ყველამ, ჩვენ დავუშვით შეცდომები. ეს მართლაც ასეა. ვინც არაფერს არ აკეთებს, ის შეცდომას არ უშვებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისივე თქმით, ახლა პარტიებად და ბანაკებად დაყოფის დრო არ არის.

„როგორც ყოველთვის ეკა კვესიტაძემ ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა. მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები. მე ვთქვი, რომ ყველამ, ჩვენ დავუშვით შეცდომები. ეს მართლაც ასეა. ვინც არაფერს არ აკეთებს, ის შეცდომას არ უშვებს. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები.

ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში. იმიტომ, რომ სამარტოო საკანი ეს არის წამება. ეს ივანიშვილმა სპეციალურად გააკეთა. მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავის პოზიციაში. ნამდვილად იმსახურებს დიდ დაფასებას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას. იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, რომ ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად. მაგრად იგრიალე, იგუგუნე და დაწერე, რომ ჟვანია მოკლეს. რა თქმა უნდა, ალბათ სააკაშვილმა. დასცინა, ფაქტობრივად სახეში შეაფურთხა და ყველაფერზე უარი უთხრა და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საკანში. ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე ეს მთელი ნაგვები, რომლებიც მას ამდენი ხანი ავიწროებდნენ.

ახლა შერიგების და თანხმობის დროა და არა ნიშნის მოგების. ახლა პარტიებად დაყოფის დრო არ არის. არც ვიღაცაზე შურისძიების დრო. არც არასდროს არ უნდა იყოს საქართველოში. რადგან დავემსგავსებით ამ ქონდრისკაც ივანიშვილს. ორიენტირებული მომავალზე უნდა ვიყოთ. ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს დამაქცევარი ივანიშვილი, ბოროტი წულუკიანი, პათოლოგიური მექრთამე კალაძე ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი და საქართველოში აუცილებლად გათენდება,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
​​​скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 963 / 21 თებერვალი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები