არ ამბობდა, რომ სცემდა, გვიმალავდა და უძლებდა სადამდეც შეეძლო - 25 წლის გოგოს მკვლელობის დეტალები

სამტრედიაში ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიგა აბრალავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა გამოიტანა.
მოსამართლის განცხადებით, სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები პატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისი იყო.
პატიმრობას მოითხოვდა ბრალდების მხარე. პროკურორ დავით ცირეკიძის თქმით, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნები.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, თუმცა, არ იზიარებენ ვარაუდს მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნის დატოვების შესახებ, რადგან დაკავებულს განზრახული ჰქონდა პოლიციას თავად ჩაბარებოდა.
წარდგენილ ბრალს სრულად ეთანხმება თავად დაკავებული გიგა აბრალავა.
მომდევნო პროცესი 8 აპრილს გაიმართება. დაკავებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.  
გარდა ამისა, გამოძიება 28 წლის მამაკაცს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავება. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. 
"უმძიმესი ფსიქოლიგიურ მდგომარეობაშია, ძალიან წუხს მომხდარის გამო, რა თქმა უნდა, ეს არ ამსუბუქებს მის მდგომაროებას, თუმცა, მარლთმსაჯულებისათვის გარკვეულწილად, გასათვალისწინებელი იქნება. 
“რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებას, ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული ქმედებისათვის. აღიარებს რეალურად და გულწრფელად ინანიებს ბრალად შერაცხულ დანაშაულს და მისი დადებითი პიროვნული მახასიათებლების გათვალისიწნებით და არსებული წინაპირობისა, არ ამართლებს დანაშაულს, ასეთი მოსაზრება აქვს თავად ბრალდებულს," - განაცხადა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ. 
მეუღლეების კონფლიქტს ხშირად შესწრებია სალომე ბოხუას ბებია. დოდო ბაშალეიშვილის თქმით, სიძის საქციელი მისთვის ხშირ შემთხვევაში მიუღებელი იყო, თუმცა, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჩარევისგან ოჯახი თავს ბოლო მომენტამდე იკავებდა.
ოჯახის წევრების თქმით, სწორედ მამაკაცის მხრიდან სისტემატური ძალადობა გახდა ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი. 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე მეუღლეებმა ცალ-ცალკე გაატარეს.
საბოლოოდ კი, დაშორება და შესაბამისი აქტის სხვადასხვა ქალაქში ხელმოწერა გადაწყვიტეს. თუმცა, ბათუმის ნაცვლად გიგა აბრალავა სამტრედიაში ჩავიდა და მეუღლე ათეულობით თვითმხილველის თვალწინ, მომსახურების სააგენტოს ოფისში მოკლა.
„ერთი თვის წინ მამას დაურეკა და სთხოვა სასწრაფოდ ჩამომხედე აქედან წამიყვანეო. საწყალი ჩემი შვილი გაფრინდა, ორ საათში იქ იყო, ბავშვი ჩამოიყვანა. მითხრა, ბებია შენ არ იცი რა დღეში ვიყავი, უკვე აღარ შემეძლო იქ ცხოვრებაო. 
“მერე ერთი თვის განმავლობაში კოშმარი დაიწყო. ყოველ დღე რეკავდა და შერიგებას სთხოვდა. რატომ შემიძულე გინდა თუ არა შემირიგდიო. ეს კატეგორიული წინააღმდეგი იყო და უარს ეუბნებოდა. 
“მისი სახელის გაგონებაც არ უნდოდა. მერე ვითომ დასთანხმდა. უთხრა მე ბათუმში მივალ და ხელს მოვაწერ განქორწინებაზე და შენ სამტრედიაში მიდიო. თურმე ჩამოსულა და აქ იმალებოდა. ელოდებოდა, რომ შენობაში შესულიყო. შვილს ვეხვეწებოდი არ წაიყვანო-მეთქი, თითქოს გული მიგებდა. 
“ვხვდებოდი, რომ რაღაც საშინელება ჰქონდა ჩადენილი. არ ამბობდა ბავშვი, ეტყობა რომ სცემდა კიდევაც. გვიმალავდა და უძლებდა, სადამდეც შეეძლო“, - აცხადებს მოკლული გოგონას ბებია „რეზონანსთან“  
ბრალდებულის ოჯახის წევრები გიგა აბრალავას ქმედებას არ ამართლებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სიტუაციის პროვოცირებას მისი მეუღლე, სალომე ბოხუა გამუდმებით ახდენდა.
28 წლის გიგა აბრალავას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 874 / 20 თებერვალი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები