სასწრაფოდ! ახალი დეტალები ტრაგედიაზე ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მოსკოვში „აჭარულის“ ცეკვის დროს გარდაიცვალა

14 თებერვალს, 20 წლის სამტრედიელი გოგონა „აჭარულის“ ცეკვის დროს გარდაიცვალა. შემთხვევა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანა ენგიბარიანი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ გულის შეტევა სახელდება.
​​​

მისი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ დაბადების დღეს ეძღვნება.
„20 წელიც შემომეპარა“ - წერდა ანა. პოსტის კომენტარებში მას ულოცავენ, თუმცა იმ დღის შემდეგ გოგონას გვერდზე მისი აქტივობა წყდება.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რესტორანი სადაც ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა მამამისის, მიშა ენგიბარიანის საკუთრება იყო.

ანა ენგიბარიანი სამტრედიაში დაიბადა და 15 წლის წინ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ახლობლების ინფორმაციით, მშობლიურ მხარეს ხშირად სტუმრობდა. გარდაცვლილი პროფესიით ეკონომისტი იყო და 2017 წლიდან რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 7 800 / 18 თებერვალი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები