სასწრაფოდ: ექსკლუზიური ინფორმაცია ვინ არის გუდაურში მოკლული ბიჭი?

გუდაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსის" ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა თაზო გორთამაშვილია, რომელიც გუდაურში სეზონური სამუშაოსთვის იყო ჩასული.მოკლულ ახალგაზრდას ტყვია სამჯერ ესროლეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი მამაკაცი, რომლის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის მონაწილეები ერთი სამეგობროს წევრები იყვნენ.
ცოტა ხნის წინ კი, გახდა ცნობილი, რომ პოლიციამ საქმეზე ბრალდებული უკვე დააკავა.
1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მული) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყაროскачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 2 138 / 16 თებერვალი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები