რა სად როდის მოაზროვნე ნიკა აგლაძე უმძმეს მდგომარეობაშია მას სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 ათასი ევროა

ინტელექტ კლუბის გამორჩეული მოაზროვნის ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 31 იანვარს დაინიშნა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 ათასი ევროა, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მხარდაჭერისა და ჩართულობისკენ.ნიკას აღმოაჩნდა თავის ტვინის კავერნომა. მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროებს ნეიროქირურგიულ ჩარევას.
18 იანვარს მწერალთა სახლში გაიმართება აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა ნიკას მხარდასაჭერად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, რამდენიმე მუზეუმი, სტარტაპერი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია.

მწერალთა სახლში საშუალება გექნებათ, შეიძინოთ თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები.
აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!
სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე::
TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 370 / 13 იანვარი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები