27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ავარიაში დაიღუპა

გურჯაანელი ახალგაზრდა, რომლის დასახმარებლად სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში, კამპანია იყო დაწყებული, წუხელ გარდაიცვალა.27 წლის ვასილ კვეზერელი, თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ათი დღის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა, უკიდურესად მძიმე იყო.
მკურნალობისათვის საჭირო თანხების მოსაძიებლად, სოციალურ ქსელსა და მედია-საშუალებებში, დახმარების კამპანიაც დაიწყო.
კვეზერელების ოჯახს, კანონით დადგენილი წესით, დახმარება გაუწია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამაც, თუმცა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვასილ კვეზერელი „საქართველოს ბანკის" გურჯაანის ფილიალის თანამშრომელი იყო. ავტოსაგზაო შემთხვევა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგთან, 1 იანვარს მოხდა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 318 / 12 იანვარი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები