უკრაინული თვითმფრინავის აფრენამდე გადაღებული ეკიპაჟის უკანასნელი ფოტო

8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავის აფრენამდე ეკიპაჟის წევრებმა ფოტო გადაიღეს, რომელიც ცოტახნის წინ გავრცელდა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 223 / 12 იანვარი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები