სასწრაფოდ: დაიბომბა ამერიკის საელჩო ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონაში

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონაში ორი რაკეტა აფეთქდა,– იუწყება "ფრანს პრესი".ერაყის სამხედრო ძალების განცხადებით, ე.წ. მწვანე ზონაში "კატიუშას" ტიპის ორი რაკეტა ჩამოვარდა და მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცნობისთვის: ბაღდადში, ე.წ. "მწვანე ზონაში აშშ–ის საელჩოა განთავსებული.

ბაღდადის ე.წ მწვანე ზონაში, სადაც საელჩოები და სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული, სამი რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ბაღდადის ცენტრში განგაშის სირენები ჩაირთო. ერთ-ერთი რაკეტა აშშ-ის საელჩოდან 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა.
შეგახსენებთ, 8 იანვარს, ღამით ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული ჯარებია დისლოცირებული. როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, ეს იყო თეირანის შურისძიება ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 802 / 09 იანვარი 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები