ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც თურქეთში მოკლეს და ვინ არის მკვლელი?

Загрузка...
თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმეში, რომელიც პროვინცია ანტალიაში მდებარეობს, საქართველოს მოქალაქე, 51 წლის ანა საფარიანი ქალაქის ცენტრში მოკლეს. 
გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ქუჩაში ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. დაკავების მომენტში ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოკლულს ახლოს იცნობდა, დანაშაული კი ფულს უკავშირდება.

მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მესუთ ოზკანმა მას 400 ლირა ასესხა, რომლის დაბრუნებასაც დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა, რაზეც უარს იღებდა.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=4 172 / 11 სექტემბერი 2017
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები