ვინ არის ქართველი ქალი, რომელმაც საბერძბეთში 6 დღის შვილი სანაგვეში ჩააგდო ახლა კი მის დაბრუნებას მოითხოვს

Loading...
საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომელმაც ახალშობილი შვილი სანაგვე ყუთში გადააგდო.შემთხვევა ქალაქ კალამატაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი დღის ჩვილი დასუფთავების თანამშრომელმა 18 დეკემბერს  გამთენიისას იპოვა, როდესაც სანაგვე ყუთიდან ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა.
ახალშობილი კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქალი პოლიციამ უკვე დააკავა.
კალამატას მერი ამბობს, რომ ბავშვი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგანაც იმ დილით ნაგვის გასატანად მანქანამ დაგვიანებით ჩაიარა, რადგან გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეექმნათ. ასევე –  მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქალი ამბობს, რომ დაინახა, როგორ იდგა ორი ქალი სანაგვესთან და ერთი ამბობდა: ,,არ შემიძლია გავაკეთო! არ შემიძლია ეს გავაკეთო!”.
ამ საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,სტარზე” სპეციალური რეპორტაჟი გავიდა. როგორც ირკვევა, ქართველი ქალი საკუთარი შვილის უკან დაბრუნებას ითხოვს და ბოდიშს იხდის.
მისი ადვოკატის თქმით, 24 წლის გოგო მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესშია და მუდმივად ტირის. ბავშვის მამის ვინაობის შესახებ კი ჯერჯერობით მასაც არ აქვს ინფორმაცია.
საავადმყოფოს თანამშრომლები ახალშობილ ბიჭს თავს ევლებიან და ბერძნული საზოგადოება უდიდეს თანადგომას გამოხატავს, აგზავნის რძეს, ტანსაცმელს და საჭირო ნივთებს, რომ ბიჭუნა უზრუნველყოფილი იყოს.
დაკავებულის დედა სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ არაფერი იცოდა და ეს ამბავი თავისი ბიძაშვილისგან შეიტყო. როგორც ის ამბობს,  მისი შვილი ძალიან კარგი ადამიანია და ვერ ხვდება, როგორ დაემართა მსგავსი რამ. როგორც ამბობს, საბერძნეთში ჩასვლას მომავალ კვირას გეგმავს.скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 954 / 22 დეკემბერი 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
კომენტარები