ოცი მილიონიც რომ დაჯდეს და ოცდაათიც, მე მზად ვარ დავაფინანსო აზიზიას მეჩეთის აშენება ბათუმში

Загрузка...
საქართველოს  ყოფილი პრემიერ-მინისტრი მზად არის ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დააფინანსოს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ გააკეთა.
მე მთავრობიდან წავედი ძალიან მალე, თუმცა ამ იმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ. სერიოზულად უკვე პროექტი გამზადებული გვქონდა და საუბარი იყო არსებული მეჩეთის გაფართოებაზე. რაც შეეხება მილიონებს, იქ 10 მილიონზე იყო მაშინ საუბარი, ოციც რომ დაჯდეს და ოცდაათიც, მე მზად ვარ დავაფინანსო. ვიცი, რომ ადგილობრივი მუსლიმების ხელმძღვანელობას გაუჩნდათ სხვა მოთხოვნა. იქ რაღაც ოფისზე იყო საუბარი, ადგილობრივი ხელისუფლება, არჩილ ხაბაძეც დაეხმარა მათ. მერე ეს თემა ცოტა მიიჩქმალა და მინელდა, ამის შემდგომ ისევ გაიღვიძა ამ თემამ. მე დღეს მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ დაფინანსებას რაც შეეხება, დღესაც მზად ვარ. საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმები. მაღალმთიან აჭარას გავიხსენებ, საოცრად დაბალანსებული ხალხი ცხოვრობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
***
 პ.ს. ბატონო ბიძინა, მოგმართავთ თხოვნით!
ვის აფინასებ, რას აფინანსებ,  ბათუმში ვისაც სალოცავი არ ჰყოფნით, რომელი მუსლიმები არიან თუ იცით?  ის,  ვისაც სალოცავი არ ჰყოფნის თურქეთიდან ჩამოსული მუსულმანები არიან და არა ადგილობრივები. აჭარაში 300-მდე მეჩეთია და სრულიად საკმარისია. 
ნუ გადაქცევთ აჭარას და ბათუმს თურქეთის გუბერნიად და ნუ დაუხრით თავს  თურქეთს, არ ვართ ვალდებული  თურქებს სურვილები ავუსრულოთ და ჩვენი ქვეყანა მეჩეთად გადავაქციოთ და მოლები ვაყვიროთ.
ბატონო ბიძინა, ამდენი მიუსაფარი, უპოვარი ადამიანია საქართველოში, ობოლი თუ ინვალიდი, დაავადებული ბავშვი, იქნებ იმათ დაეხმაროთ თუ ასე ძალიან გინდათ ქველმოქმედება. ნუ გაახარებთ  თურქებს და ნუ აუშენებთ კიდევ ერთ სალოცავს, არ ვართ ვალდებული მათ ნება-სურვილზე ვიართ.ბოლოსდაბოლოს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი რელიგია უნდა  დავიცვათ.
დაეხმარეთ დაავადებულ ბავშვებს, რომელიც არც ისე ცოტაა…

წყარო: geomediapress.geскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 611 / 10 სექტემბერი 2017
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები