Loading...

ამას არავინ ელოდა ვრცელდება შემაშფოთებელი ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის სომხები „დამოუკიდებლობას“ მოითხოვენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში

Loading...
საფრთხე მკვეთრად იზრდება. იქამდე, რომ სამცხე-ჯავახეთის სომხები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში „დამოუკიდებლობას“ მოითხოვენ.„შ.ტოროსიანი: იმ შემთხვევაში, თუ საქართველო NATO–ში გაწევრიანდება, სავსებით მოსალოდნელია, რომ ჯავახეთში თურქული ჯარი დააყენონ. ჯავახკში სომხური თემის აჯანყება გარდაუვალია“, – წერს  „საქართველო NATO-ს წევრი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ჯავახეთს სომხებს დაუთმობს“ – ასეთი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა რამდენიმე ქართულ მედიაში, კერძოდ საიტზე 
„იმ ფონზე, რომ ამა წლის სექტემბერში საქართველომ შესაძლოა, NATO–ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს, სომეხ ექსპერტთა წრეებში ჯავახეთის სომხური სათვისტომოს პოზიციებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთების მაგალითზე ჯავახეთის სომხურმა დიასპორამ შესაძლოა, დამოუკიდებლობა მოითხოვოს“, – წერს გამოცემა.
გასაგებია, რომ ამ „დამოუკიდებლობის“ შემდეგ, ყირიმის მსგავსად, მოითხოვენ სამცხე-ჯავახეთის შესვლას სომხეთში. ოღონდ უკვე არა „ყირიმის“ მიხედვით, არამედ „ყარაბაღის სცენარის“ მიხედვით. ანუ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, გენოციდით და ეთნიკური წმენდით ქართული და სხვა არა სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ჯავახეთში თურქეთის ჯარი გამოჩნდეს“, – განაცხადა სომხეთის დეპუტატმა, სომხური კავშირის „ჯავახკის“ თავმჯდომარემ შირაკ ტოროსიანმა და დასძინა, რომ „სომხური საზოგადოების სეპარატისტული ქმედებები გამორიცხულია, მაგრამ შესაძლებელი“.
გამონათქვამები „გამორიცხულია, მაგრამ შესაძლებელი“ სომეხი ნაციონალისტების პირიდან ერთს ნიშნავს ასეთი ქმედებები აუცილებლად განხორციელდება. იმ საბაბით, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.
ეს ყველაფერი საერთო პროვოკაციული პოლიტიკური სპეკულაციაა. 
შეგახსენებთ, რომ ნატოს წევრი, მაგალითად, საბერძნეთია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამცხე-ჯავახეთში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში საბერძნეთის ჯარები განთავსდება. როგორც ნატო-ს წევრები, არც თურქეთი და არც საბერძნეთი ერთმანეთის ტერიტორიაზე არ განათავსებენ თავიანთ ჯარებს.
„საქართველოს NATO–ში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა, ზუსტად ამ ასპექტში განვითარდება ახალი დაპირისპირება საქართველო–რუსეთს შორის. ამავდროულად, თურქული ჯარის საქართველოში შესაძლო შემოყვანა შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა.
შირაკ ტოროსიანი ასევე იმუქრება: „იქნება ეს NATO თუ სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია ნებისმიერი სხვა სახელით, ჯავახეთის სომხურ ეთნოსში ეს ნაბიჯი თავდაცვის რეფლექსს გამოიწვევს“. ანუ ნებისმიერი გარე პოლიტიკური მოქმედებები საქართველოში, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი – არის მხოლოდ საბაბი სომხური სეპარატიზმის აქტივიზაციისთვის სამცხე-ჯავახეთში.
„ეს ჩვენში გენეტიკურად დევს. რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია, გახდეს NATO–ს წევრი და მას თავისი ამოცანები აქვს, თუმცა სომხური ეთნოსი არასდროს აიტანს თურქ ჯარისკაცებს მათი დასახლების ადგილებში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სახელმწიფოში ცხოვრობენ სომხები“, – განაცხადა შირაკ ტოროსიანმა და დასძინა, რომ „სომხების მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები არ პროგნოზირდება, თუმცა თურქული ჯარის შემოყვანა სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს“.
შირაკ ტოროსიანმა, განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში თურქეთის ჯარების ყოფნის შემთხვევაში, სერიოზული სომხური „აჯანყება“ გარდაუვალი იქნება. „ამაში ეჭვი არ მეპარება“, – აღნიშნა მან.
ამრიგად, სომეხი ნაციონალისტების სცენარი ნათელია. ისინი „მიეჯაჭვნენ“ სეპარატიზმის საბაბად იმ ფაქტს, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია. თურქეთის სავარაუდო „საფრთხეზე“ დაყრდნობით, ისინი აპირებენ სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტული ამბოხების წარმოშობას ნებისმიერ დროს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში და უკვე ემზადებიან ამისთვის.
ის ფაქტი, რომ სომხეთის ხელისუფლებაში, პროდასავლური მთავრობაა, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობს – ეს მათ სულაც არ აცბუნებს. 
მათთვის მთავარია სეპარატისტული აჯანყების და აგრესიის მიზეზი „ყარაბაღის სცენარის მიხედვით“ საქართველოსთან მიმართებაში.скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 236 / 04 დეკემბერი 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები