Loading...

ბუბა მოვიდა და ჩამეხუტა, ძალიან ლაღი იყო - როგორ იხსენებს შვილიშვილი ბაბუს

Loading...
სატელევიზიო პროექტის - „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი ბუბა კიკაბიძის შვილიშვილის, ვატო კიკაბიძის ქორწილის სტუმარი გახლდათ.როგორც გაირკვა, გიორგი დიდ არტისტთან და მის უმცროს შვილიშვილთან, ივა კიკაბიძესთან მეგობრობს.
როგორც ბატონმა ვახტანგმა „პრაიმტაიმს“ გაუმხილა, მას შვილიშვილის ქორწილში არ უმღერია, ჩუმად ვიჯექიო.
სამაგიეროდ, ოჯახის ნათესავმა - ლიზა ბაგრატიონმა და კელაპტრიშვილმა ნეფე-პატარძალს და დამსწრე სტუმრებს უმღერეს.
გიორგი „პრაიმტაიმთან“ უფროს კოლეგასთან მეგობრობის ისტორიას ყვება.
 გიორგი კელაპტრიშვილი: - მე ბუბამ დამპატიჟა ქორწილში. ჩვენ „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ დავმეგობრდით. გახსოვთ, ალბათ, ამ პროექტის ჟიურიში იჯდა და მაღალ ქულებს მიწერდა... შემდეგ ოდესაში ერთად ვიყავით კონცერტზე, ლაიმა ვაიკულეს ფესტივალზე. სულ ვაკვირდები. მომწონს მისი სასცენო თავისუფლება. მომწონს თუნდაც ის, რომ ერთადერთი ქართველია, რომელიც სცენაზე ჯიბეში ხელჩაყოფილი მღერის... ასეთი ტიპია. ყველას მოსწონს მისი ასეთი თავისუფლება და ამიტომ ჰყავს ამდენი თაყვანისმცემელი.
 ასევე ვმეგობრობ მის შვილიშვილთან, ივასთან. ვატოს ქორწილში სამი სიმღერა შევასრულე - „მგზავრული“, „პანკესა“ ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“ და „ბიჭი გოგოს წერილსა წერს“... ბატონ ბუბას გაუხარდა რომ ვიმღერე, მოვიდა და ჩამეხუტა. შვილიშვილის ქორწილში ძალიან ლაღი იყო. თავს კომფორტულად გრძნობდა. 
скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 229 / 04 დეკემბერი 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები