სახალხო დამცველის განცხადება - "ჰომოსექსუალთა ქორწინება უნდა დაკანონდეს"

Загрузка...
სახალხო დამცველი კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მნიშნელოვანია, სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება (პარტნიორობის) აღიაროს.სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა შემთხვევაში კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირს განსაზღვრავს, წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.ცნობისათვის, სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება არის იგივე ქორწინება, რომელსაც პროპაგანდისტული მოტივებით, ხალხის უარყოფითი რეაქციის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ სხვა სახელი ჰქვია. სამოქალაქო პარტნიორობა არის წყვილის ურთიერთობის იურიდიული გაფორმება, რაც წყვილს და მის ურთიერთობას სამართლებრივად დაცულ და განსაზღვრულ ერთობად აქცევს, თავისი გარკვეული ვალდებულებებით, უფლებებით და შინაარსით. ანუ სამოქალაქო პარტნიორობის არსებითი შინაარსი ზუსტად იგივეა, რაც ოჯახის სამართლებრივი შინაარსი.
იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალთა სამოქალაქო პარტნიორობა დაკანონებულია, ერთად-ერთი რეალური განსხვავება პარტნიორობასა და ოჯახს შორის არის ის, რომ პარტნიორობის შემთხვევაში ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ ეძლევათ. ყველა სხვა უფლებით ჰომოსექსუალთა პარტნიორობა ოჯახისგან არსებითად არაფრით განსხვავდება და რეალურად ეს არის იგივე ოჯახი, რომელსაც უბრალოდ სხვა სახელი მოუფიქრეს, რათა ამ ნორმის დამკვიდრების მიმართ მოსახლეობისგან რაც შეიძლება მცირე წინააღმდეგობა იყოს.
ცხადია, გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ განსხვავებული სახელწოდებით ჰომოსექსუალთა ოჯახების არსებობას საზოგადოება შეეგუება, ამ ურთიერთობის ფორმას ოჯახს დაარქმევენ და შვილის აყვანის უფლებას დაამატებენ. პროცესი სწორედ ამგვარი სახით ვითარდებოდა დასავლეთში და ასე განვითარდება აქაც.

ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან რა ფილმს უნდა უყუროს - ამის შესახებ სახალხო დამცვეილ ნინო ლოჯარია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით აცხადებს.
ეს პოზიცია არის შუასაუკუნეობრივი აზროვნება. ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი შემოქმედების თავისუფლება და ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან რა ფილმს უნდა უყუროს, ან რა წიგნი წაიკითხოს. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, სახალხო დამცველმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულია მშვიდობიანი და ისეთი ტიპის გამოხატვა, რაც არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს. ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ კონკრეტული შენობების ბლოკირებას, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. აღნიშნული ქმედებები თუ განხორციელდა, ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს. სწორედ ამაზე მივანიშნეთ ჩვენ აქციის მონაწილეებს და შსს-ს, რომ მიიღონ ზომები იმისათვის, რათა სხვა პირთა გადაადგილების თავისუფლებას და მათი უფლებების რეალიზაციას და უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. იმედი მაქვს, პოლიცია იქნება მობილიზებული და თავიდან იქნება აცილებული გართულებები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=5 606 / 08 ნოემბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები