მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

Загрузка...
ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ ბინის გარეთ, დერეფანში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. იერემია (იასონ) წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.„ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ამ წუთებში უტარდება ექსპერტიზა. ოჯახმა სრულიად შემთხვევით იპოვა ბინის გარეთ, დერეფანში წაქცეული. რატომ, როგორ, გაურკვეველია. არაფერი არ აწუხებდა ადამიანს. არ ვიცით ჯერჯერობით, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ეპისკოპოსის ოჯახის ახლობელმა.
გარდაცვლილი 50 წლის იყო და როგორც ოჯახის ახლობელი გვეუბნება, ჯანმრთელობას არ უჩიოდა.
მარცხნივ ქრისტეფორე წამალაიძე, მარჯვნივ იასონ წამალაიძე
გარდაცვლილი ეპისკოპოსი იერემია (იასონ)  წამალაიძე სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ეს ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არ არის.
შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.
ოჯახის ახლობლის ცნობით, ამ ოჯახს მას შემდეგ [1980-იანი წლები] რაც ქრისტეფორე წამალაიძე საპატრიარქოს ისტაბლიშმენტს დაუპირისპირდა, არაერთხელ მიუღია მუქარის შემცველი შეტყობინება, თუმცა ის არ არის ინფორმირებული ბოლო დღეებში აგორებული სკანდალების შემდეგ დაემუქრა თუ არა მათ ვინმე.
скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=408 / 07 ნოემბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები