სასწრაფოდ: ამ წუთებში აფეთქება მოხდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 581 / 28 ოქტომბერი 2019"
სხვა სიახლეები
კომენტარები