სასწრაფოდ: საშიში ინფორმაცია სექსუალური მანიაკი თბილისში - ვინ არის 23 წლის მამაკაცი, რომელიც არაერთ ქალს დაესხა თავს

Загрузка...
სექსუალური მოძალადე, რომელმაც თბილისში არაერთი ქალის გაუპატიურება სცადა იდენტიფიცირებულია. 23 წლის, სპორტსმენი ჯემალ ზოიძე თბილისის ქუჩებში მსხვერპლს ირჩევდა, მის გაუპატიურებას კი სადარბაზოებში ცდილობდა.ერთ-ერთი დაზარალებული „კურიერთან“ მომხდარის შესახებ იხსენებს.ახალგაზრდა გოგონა ღამის საათებში სახლში ბრუნდებოდა, როცა უცნობი მამაკაცი ჯერ აედევნა, შემდეგ სადარბაზომდე მიჰყვა და სექსუალური ძალადობა სცადა. ამის შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა და ტერიტორიიდან მიიმალა.
მას შემდეგ, რაც დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, გაირკვა, რომ 23 წლის ბიჭი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ერთდროულად რამდენიმე გოგომ ამხილა. პირველი ასეთი შეტყობინება განყოფილებაში მაისში შევიდა. ახალგაზრდა გოგომ აღწერა, როგორ ცდილობდა მისთვის უცნობი მამაკაცი სადარბაზოში გაუპატიურებას და თან ფიზიკურად უსწორდებოდა.
„კიბეზე ასვლისას მომესმა ფეხის ხმა. ვიფიქრე, რომ კორპუსის მაცხოვრებელი ამოდიოდა კიბეზე სწრაფი ნაბიჯით და ვიფიქრე გამეტარებინა. უეცრად მეცა, მომაწვა სხეულით ზურგით მიმაბჯინა კედელთან, დამიწყო ხელით მოფერება. მაშინვე ხელი ვკარი და ძლიერად დავიყვირე.“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
„დავიწყე ხმამაღლა ყვირილი. დავიყვირე - მიშველეთ, ვეძახდი ჩემს ბებიას. რა დროსაც შეწყვიტა შეხება და სირბილით გავიდა სადარბაზოდან. ამ დროს კიბიდან ჩამოირბინა ჩემმა ძმამ, რომელმაც ხმა სახლში გაიგო. იმ დღეს დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი, მეორე დღეს კი გამოვცხადდი პოლიციაში და განვაცხადე მომხდარი ფაქტის შესახებ, - ამბობს სხვა დაზარალებული.
 скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 088 / 12 ოქტომბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები