”ორ შვილს მარტო ზრდიდა, ანგელოზივით ბავშვები დაობლდნენ…” – ნახეთ რას ამბობენ ახლობლები ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც დღეს ყოფილმა ქმარმა მოკლა

Загрузка...
სასტიკი მკვლელობა ხაშურში – გოგონას, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მძიმე დაზიანებები მიაყენა გარდაიცვალა.წინასწარი ინფორმაციით, ქალს თავში დაზიანებები ხის საგნით აქვს მიყენებული. ნათია გოგალაძეს ყოფილ მეუღლესთან ხელი დღეს უნდა გაეწერა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქმარი მას ბავშვებს უმალავდა და სწორედ ამის გამო ჰქონდათ კონფლიქტი.
გარდაცვლილი სილამაზის სალონში მუშაობდა. ქმარმა მას სალონში მიაკითხა და ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებით. შსს-მ კი გამოძიება განძრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.


30 წლის ნათია გოგალაძის მეზობლები დაღუპულის შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ძალიან კარგი გოგო იყო და ორ შვილს მარტო ზრდიდა.
„ნათია ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან მეცოდება, რა ეშველებათ არ ვიცი. ძალიან წესიერი, პატიოსანი გოგო იყო, ორ შვილს მარტო ზრდიდა.“ – ამბობს დაღუპულის მეზობელი.
„ისეთი კარგი გოგო დაიღუპა მეტი რომ არ შეიძლება, სროლის ხმა გავიგეთ და ეგ იყო, დღეს სასამართლო უნდა ჰქონოდათ განქორწინებასთან დაკავშირებით , ქმარს არ უნდოდა განქორწინება…მაგრამ რაზე კლავ შე ოხერო“ – აცხადებს გოგონას ახლობელი.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 409 / 11 ოქტომბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები