სასწრაფო გართხილება ყველას! "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლის დედა მშობლებს აფრთხილებს

Загрузка...
ე. წ ლურჯი ვეშაპის მენტორისგან საკუთარი შვილი ვერ დაიცვა, თუმცა ის ახლა სხვებს აფრთხილებს. ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის გოგონა, სავარაუდოდ, სასიკვდილო თამაშს ემსხვერპლა, გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების მშობლებს ურჩევს.
ე.წ ლურჯი ვეშაპის თამაშის შესახებ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინტერესის დაკარგვა, ჩაცმის სტილის შეცვლა, უკონტაქტობა ოჯახის წევრებთან და მთავარი, ტელეფონზე დამოკიდებულება -  ეს ნიშნები დედამ მხოლოდ ელენეს დაღუპვის შემდეგ გააცნობიერა. ნანა ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სასიკვდილო თამაშის მსხვერპლია, თუმცა გამოძიება ლურჯ ვეშაპს მხოლოდ ერთ-ერთ და არა მთავარ ვერსიად განიხილავს, 2 წლის წინ მომხდარ სუიციდზე გამოძიება ამ დრომდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

მშობლებსა და შვილებს შორის ნდობა არის მთავარი, რაც მომაკვდინებელ  თამაშში ჩართულთა რიცხვს მინიმუმამდე დაიყვანს, - ასე ფიქრობენ ფსიქოლოგები. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოხდეს ბავშვების და მშობლების კომუნიკაცია, ამის შემდეგ აუცილებელია საქმეში შესაბამისი სამსახურებიც ჩაერთონ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=524 / 09 ოქტომბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები