ამას ვერავინ წარმოდგენდა ბიძინა ივანიშვილის სიურპრიზი მათ, ვისაც...

Загрузка...
„იმდენად ბედნიერი აღმოჩნდა ეს რიცხვი ჩემთვის, რომ აუცილებლად პირადად უნდა მივულოცო ყველას, ვინც 41 წლის გახდება“ - აუჩემებია თურმე ბიძინას. ამჟამად მიმდინარეობს სტატისტიკური მუშაობა და შესაბამისი სამსახურები ცდილობენ დაადგინონ მთელი საქრთველოს მასშტაბით რამდენ ადამიანს შეუსრულდება წელს 41 წელი.
მოგეხსენებათ, წლევანდელი წელი ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაზე მაგარი წელი უნდა ყოფილიყო და წლის დასაწყისიდანვე, ეს უკვე იგრძნობა. ყველა ვხედავთ, როგორ იწყებს აყვავებას ჩვენი ქვეყანა და შარშანდელისგან, შარშანწინდელისგან და იმის წინდელისგან განხსვავებით, როგორ იღიმის, იცინის და უდარედელი ხდება ქართველი ხალხი.
სოციალური კეთლდღეობა სახეზეა და უკვე ადამიანებმა აღარ იციან როგორ დაგეგმონ თავისუფალი დრო, ანუ სად და რაში დახარჯონ დანაზოგი ფული.

ფაბრიკა-ქარხნები იმდენად ბევრია უკვე, რომ გამალებით ითხოვენ და ვერ შოულობენ მუშა-ხელს. საწარმოთა დირექტორები ეხვეწებიან ხალხს - მოდით, დაგასაქმებთ და მაღალ ხელფასებს გადაგიხდითო, მაგრამ ყველა დასაქმებულია, ყველას აქვს სამსახური და ყველა კმაყოფილია შრომის პირობებითა და ანაზღაურებით და არავის სურს სამსახურის შეცვლა.

მოკლედ, „ოცნება“ რასაც შეგვპირდა ჯერ 2012-ის, შემდეგ კი 2016-ის არჩევნების წინ, ყველაფერი გადაჭარბებით შესრულდა. ყველაფერს რომ თავი დაანებო, დენის, გაზის ტარიფები ისეა შემცირებული, მოსახლეობა შეურაცხყოფილად გრძნობს თავს - „რა იყო, მათხოვრები ხომ არ ვართ ასე ცოტას რომ გვახდევინებთო?“

ყოველივე ამის გამო საოცრად კმაყოფილი ყოფილა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ჩვენი კეთილი მილიარდერი, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მიონისტრი, ჩვენი მამა-მარჩენალი და ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ფაქტობრივი მმართველი და საერთოდ - ჩვენი ყველა და ყველაფერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

როგორც ჩვენი არასანდო წყარო გვატყობინებს, ბიძინა ივანიშვილის იმდენად კარგ ხასიათზეა, რომ აპირებს სიიურპრიზი გაუკეთოს ყველას, ვისაც მიმდინარე წლის განმავლობაში 41 წელი შეუსრულდება და ყველა მათგანს თითო მილიონი ლარი აჩუქოს.

„იმდენად ბედნიერი აღმოჩნდა ეს რიცხვი ჩემთვის, რომ აუცილებლად პირადად უნდა მივულოცო ყველას, ვინც 41 წლის გახდება“ - აუჩემებია თურმე ბიძინას.
ამჟამად მიმდინარეობს სტატისტიკური მუშაობა და შესაბამისი სამსახურები ცდილობენ დაადგინონ მთელი საქრთველოს მასშტაბით რამდენ ადამიანს შეუსრულდება წელს 41 წელი.

როგორც ამბობენ, ივანიშვილს როდესაც მოახსენეს, სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი ხდება წელს 41 წლის და რა თანხა შეიძლება მას დაეხარჯოს ამ სურვილის ასასრულებლად, ცოტა კი შეყოყმანებულა, მაგრამ სიტყვის გატეხვა მაინც არ სურს და გამოსავალს ეძებს.

მაგალითად, მას უთქვამს, კარგი, მაშინ იუბილარ მამაკაცებს მილიონს მივცემ და იუბილარ ქლებს ნახევარ მილიონსო - მაგრამ როგორც კი ეს წარმოთქვა, მას იმ წამს ბაია პატარაიას აჩრდილი გამოეცხადა და სულ „დიკრიმინაცია!“ „დისკრიმინაცია“ - ო გაიძახოდა!

ამიტომ ბიძინა შეშინდა და ეს ქალთა დისკრიმინაციული ჩანაფიქრიც გადაიფიქრა.

ახლა ბიძინას ერთი და ნაცადი გამოსავალიღა დარჩა, ადგეს და განაცხადაოს - „არა, კაცო რა მილიონის დარიგება დაბადების დღეზე, რა სისულელა, მე ვთქვი ეგ? აჰ, თუ ვთქვი ესე იგი წამომცდა. რა მოხდა ადამიანები ვართ და ზოგჯერ რაღაცა წამოგვცდება ხოლმეო“.

ავტორი: იფიფ უფრაკაიაскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=782 / 08 ოქტომბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები