Loading...

ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც მკვლელობის საქმეზე დააკავეს

Loading...
რუსთავში, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 5 პირია დაკავებული, მათ შორის 3 პოლიციელი. აქედან ერთი შსს-ს მოქმედი თანამსრომელია, ორი ყოფილი სამართალდამცველი.
Ambebi.ge-ი ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატზე და წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს სამართალდამცველების ფოტოებს და მათ ვინაობას.
წყაროს ცნობით, დაკავებული ყოფილი სამართალდამცველი მიხეილ ღუბიაური და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დიტო დუ­ღაშ­ვი­ლია.
ერთი დაკავებული მოქმედი პოლიციელი დავით მიროტაძეა.
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ოფიციალურ განცხადება გაავრცელა.
უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.
„გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებმა წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს.
მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.
მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
36 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. გარდაცვლილი დავით მუმლაძეა.
წყარო: ambebi.ge
 скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 959 / 07 ოქტომბერი 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები