სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია ილია ჯიშკარიანი გულის შეტევის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს

Загрузка...
„ჩვენ, ისევე როგორც საზოგადოება, ველოდებით გამოძიების შედეგებს, მანამდე წინსწრებით შეფასებების გაკეთება არ არის სწორი“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს.
მისი თქმით, ბრალდება არის ძალიან მძიმე და ამიტომ, ერთი მხრივ, არც წინასწარი შეფასებების გაკეთება და წინსწრებით დასკვნების გამოტანა შეიძლება და მეორე მხრივ, გარწმუნებთ, ეს ისეთი საკითხია, შემწყნარებლური დამოკიდებულებაც გამორიცხულია.
„სანამ გამოძიებას არ ექნება მტკიცებულებები, მანამდე ყოველგვარ წინასწარ შეფასებას ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. ის ადამიანი, ვის მიმართაც ბრალია გაჟღერებული საავადმყოფოში გულის შეტევით არის მოთავსებული. ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და თავი შევიკავოთ წინასწარი განცხადებებისგან. შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდება ძალიან მძიმეა. ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაული ჩვენთვის სენსიტიური საკითხია, რომელზეც შემწყნარებლური დამოკიდებულება არ გვექნება. მთავარია, გამოძიებამ გასცეს პასუხი შეკითხვას – ჩადენილია თუ არა საერთოდ დანაშაული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დეპუტატისთვის მანდატის შეჩერების საკითხზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მანდატის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან საკრებულო თვითმმართველი ორგანოა და გამოძიების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„საკრებულო, როგორც თვითმმართველი ორგანო, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს გამოძიებაზე. შესაბამისად, მანდატის გაუქმებაზე საუბარი დღეის მდგომარეობით არასწორია. მოგეხსენებათ, 2 წლის წინ ჩვენი კოლეგა დააკავეს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია და უზენაესი სასამართლოს განაჩენს ელოდება. მინდა გითხრათ, მას მანდატი ამ დრომდე არ გაუქმებია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პირველი ინსტანციის განაჩენი. ამის სამართლებრივი ვალდებულება და საფუძველი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=8 410 / 05 ოქტომბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები