წურწუმიების ოჯახის ტრაგედიის გაუხმაურებელი დეტალები - რას ყვებიან ახლობლები გარდაცვლილ ძმებზე

Загрузка...
ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი წურწუმია, რომელმაც საკანში თავი ჩამოიხრჩო, დღეს დილით გამთენიისას ცოლის სვეტა ჯაბუას ოჯახში გადაასვენეს.ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სოფელ ჯუმში მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
„დღეს დილას ჩამოასვენეს საწყალი ბიჭი, მთელი სოფელი შეძრწუნებულია. ისე უყვარდა ცოლ-შვილი, ტრაგედიაა ოჯახში“, - აცხადებს ის.
წურწუმიების ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმთან“ საუბარისას ამბობს, რომ წურწუმიები სოფელში საკმაოდ დაფასებული ოჯახია.
„დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილებისთვის უმაღლესი განათლება მიეცა. ოთხივე შვილი დევნილობაში სიმწრით გამოზარდა. სამი ბიჭი და ერთი გოგო ჰყავს. რამდენი რამე გადაიტანეს. ბიჭებში დედის კულტი იყო.
გიორგი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი შვილის სასაფლაოზე დანით მოკლა, შვილის გარდაცვალების მერე ნერვიული იყო.
მეორე ბავშვი დაბადებიდან ავადმყოფობდა და ერთ წლამდე ასაკის გარდაიცვალა. გიორგი ამის შემდეგ შეიცვალა, განსაკუთრებით დედის მიმართ...სულ ეჩხუბებოდა თურმე დედას... ხელითაც შეხებია... დედამ დაურეკა რობერტს გერმანიაში და ისიც სასწრაფოდ ჩამოვიდა. ძმები (გიორგი და რობერტი) აქ, ზუგდიდში თითქოს შერიგდნენ, მაგრამ მერე ეს უბედურება დატრიალდა, გიორგის შვილის სასაფლაოზე.
გიორგიმ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ რობერტიმ მკვდარ შვილზე შეიგინაო... რაც არ უნდა მომხდარიყო, ასე არ უნდა გაემეტებინა.... სიტყვები არ მყოფნის...რომ წარმოვიდგენ რა დღეშია მათი დედა...“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი.
მისივე ინფორმაციით, რობერტ წურწუმიას ცხედარი გალის რაიონ სოფელ ზემო ბარღებში გუშინ გადაასვენეს.
შეგახსენებთ, 28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას რობერტ წურწუმიას, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გუშინ კი, გიორგი წურწუმიამ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაადასტურეს, რომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა საკანში თავი მოიკლა. ამავე ცნობით, 36 წლის ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო. 
პენიტენციურ სამსახურში დასძენენ, რომ მომხდარის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს ეცნობა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) დაიწყო.
ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წყარო 
 скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 128 / 03 ოქტომბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები