ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში ხდება ცნობილი მეტროსადგურ „სამგორში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურ „სამგორში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა.ახალგაზრდა აღენიშნება თავის ტვინის მძიმე დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობა.
„პაციენტი მოყვანილია მეტროსადგურ „სამგორიდან“ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. ამ ეტაპზე პიროვნების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. შესაბამისად, ამ მამაკაცის ასაკი არის უცნობი. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, სახეზე იყო მრავლობითი ტრავმული დაზიანებები. მას ჩაუტარდა სათანადო კვლევები და დიაგნოზტირდა შემდეგი სახის დაზიანებები: ქალა ტვინის ტვინის დახურული მძიმე ტრავმა, შეშუპება, კომატოზური მდგომარეობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა; არის მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და მარჯვენა ბარძაყის მრავლობითი მოტეხილობა; ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის უკიდურესად მძიმე, პროგნოზურად პაციენტი არასაიმედოა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეონა ხუჭუამ.
მეტროსადგურ „სამგორში“ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 3 848 / 15 სექტემბერი 2019"
სხვა სიახლეები
კომენტარები