”მის გარდა არავინ მყავდა და მომიკლეს, ცოცხლად დამეწვა და მისი სახეც არ მინახავს ისე გავაცილე… იცოდა მისი ბოლო დღეები რომ იყო, ერთხელ ასეთი რამ თქვა…

Загрузка...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ორი ახალგაზრდისაგან ერთ-ერთის და, თაკო მაჩიტიძე აცხადებს, რომ სავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ თითქოს, ოჯახმა 50 000 ლარიანი კომპენსაცია მიიღო. მისი თქმით, ოჯახს არა კომპენსაცია, არამედ უწყებისგან სამძიმრის წერილიც კი არ მიუღიათ.
„მინდა იმ ბიჭების შესახებ მოგიყვეთ, რომლებიც ჩვენმა უპასუხისმგებლო მთავრობამ სიკვდილისთვის გაიმეტა და მათ მიერ დაუსრულებელ, მიტოვებულ გზებს შეეწირა მათი სიცოცხლე. ვალერი და შოთიკო… ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლე უხაროდათ, მომავალს გეგმავდნენ. ჩემი ძმა 21 წლის იყო და ერთად უამრავი გაჭირვება გვქონდა. პატარები, რომ ვიყავით მამა დაგვეღუპა დედამ კი მიგვატოვა, სულ მარტონი დავრჩით. როგორღაც მარტოდმარტოებმა ფეხზე დადგომა მოვახერხეთ. დღე ღამეს ასწორდება ჩემი ძმა, ძალიან ბევრს მუშაობდა. რა დროსაც ავარია მოხდა ქობულეთში იყო, გზამ შეიწირა ის… მის მეტი არავინ მყავდა და ისიც მომიკლეს, არ მინდა ამ ხელისუფლებას ჩემი საცოდავი ძმის სისხლი შევარჩინო. ცოცხლად დამეწვა და მისი სახეც არ მინახავს ისე გავაცილე უკანასკნელ გზაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი ამ ყველაფრის შემდეგ ჭორებს ავრცელებს, რომ თითქოს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა კომპენსაციის სახით 50 000 ლარი მიიღეს. ფული კი არა სამძიმრის წერილიც კი არავის გამოუგზავნია, არ მინდა, რომ მათი უპასუხისმგებლო საქციელი დაუსჯელი დარჩეს. იმასაც კი არ ამბობენ, ვინ ასრულებდა ამ საგზაო სამუშაოებს, როდესაც ჩემი ძმა და მეორე ბიჭი მანქანაში დაიწვნენ, იმ წამსვე დაიწყეს გზის დაგება…

27 ივლისს დაბადებისდღე ჰქონდა და 21 წლის მაშინ გახდა, სულ მოწყენილი იყო თითქოს გრძნობდა ბოლო დღეებს. როცა სვამდა უცებ წამოდგა და თქვა: ამ ჭიქით იმ კაცს გაუმარჯოს ვინც ჩემი სიკვდილის შემდეგ ეკლესიაში შევა და სანთელს დამინთებსო. ძალიან მიჭირს, მე მის გარდა არავინ მყავდა. ის იყო ჩემი ბოლო იმედი“ – განაცხადა თაკო მაჩიტიძემ

შეგახსენებთ, რომ სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნო­სირ­თან 18 აგვისტოს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რომ­ლებ­საც ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ერთ-ერთ მან­ქა­ნა­ში მსხდო­მებ­მა გად­მოს­ვლა მო­ას­წრეს და ისი­ნი მსუ­ბუ­ქად დაშავდენ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=669 / 13 სექტემბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები