სასწრაფოდ! თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს?!

Загрузка...
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას დატოვებს. “პრაიმტაიმის” წყაროს ინფორმაციით, წულუკიანს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ის პოსტიდან საკუთარი სურვილით მიდის. ერთი ვერსიით, წულუკიანის წასვლა სასამართლო რეფორმას უკავშირდება, მეორე ვერსიით კი მან თანამდებობის დატოვება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გამო მიიღო. კულუარებში არც იმას გამორიცხავენ, რომ თეა წულუკიანი “ქართული ოცნებიდან” წასულ ე.წ. ამბოხებულთა რიგებს შეურთდეს, თუმცა საექსპერტო წრეებში ვარაუდობენ, რომ თეა წულუკიანს სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო პოზიციაზე გადაიყვანენ, მათ შორის სახელდება უზენაესი სასამართლო, დიპლომატიური სამსახური, ან სხვა სამინისტრო. 
გავრცელებულ ინფორმაციას მმართველ გუნდში ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა ერთდროულად რამდენიმე წყარო ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წულუკიანი პოსტს საკუთარი სურვილით ამ კვირაში დატოვებს.
скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=722 / 12 სექტემბერი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები